მთავარისიახლეებიპოლიტიკა54% კახი კალაძე, 15% ზაალ უდუმაშვილი, 14% ალეკო ელისაშვილი - "ედისონ რისერჩის"...

54% კახი კალაძე, 15% ზაალ უდუმაშვილი, 14% ალეკო ელისაშვილი – “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლების შედეგები

Published on

„რუსთავი 2“-მა კვლევითი კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ მომზადებული ეგზიტ პოლების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. 6 საათის მონაცემებით პარტიულ რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს 58%-ით. მეორე ადგილზე გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 16%-ით. სამეულშია „ევროპული საქართველო“ 9%-ით. „პატრიოტთა ალიანსმა“ 5% მოაგროვა.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგებს, კახა კალაძემ 54% მოაგროვა, მას მიჰყვება ზაალ უდუმაშვილი 15%-ით, ალეკო ელისაშვილი მესამე ადგილზეა 14%-ით. ელენე ხოშტარიამ 7% მიიღო, კახა კუკავამ და ირმა ინაშვილმა – 3-3% მოაგროვეს, მათ მოჰყვება გიორგი ვაშაძე 2%-ით, ხოლო გიორგი გუგავამ 1%.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კვლევის ცდომილების ალბათობაა 2-2,5%.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...