ზუგდიდის მერობის კანდიდატი ,,პატრიოტთა ალიანსიდან” საგანგებო განცხადებას აკეთებს

0
356
 ზუგდიდის მერობის კანდიდატი ,,зატრიოტთა ალიანსიდან'' გოგიტა ბიგვავა საგანგებო განცხადებას აკეთებს.
 
,,გვაქვს  ინფორმაცია,  რომ ოპოზიციური პარტიები ,,ევროპული საქართველო'' და ,, ნაციონალური მოძრაობა იმ უბნებზე , სადაც ვერ აგროვებენ ხმებს,  პიკეტირების მოწყობას გეგმავენ. '' – განაცხადა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე  და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს საარჩევნო უბნებზე მშვიდი გარემო.  რადგან მსგავსი ქმედებები  აზარალებს ,,პატრიოტთა ალიანსს'' და არჩევნების მშვიდად ჩატარებას უშლის ხელს.
 
გოგიტა ბიგვავას განცხადებას პასუხობენ ,,ევროპული საქართველოს '' ადგილობრივ ორგანიზაციაში. როგორც ლაშა დამენია აცხადებს, რომ ბიგვავა იქცა სუს – ის გამხმოვანებლად, ის არის ქართული ოცნების სატელიტი და ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. მან არ შეიძლება არ ჰქონდეს ინფორმაცია, რომ მსგავს ქმედებებს გეგმავს მმართველი პარტია, რადგან იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს და მიდის ყველანაირ პროვოკაციაზე.
 
გოგიტა ბიგვავას განცხადებას გამოეხმაურა ,,ნაციონალური მოძრაობის'' ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ანი წითლიძე. ,, ვურჩევ ბიგვავას შეიმოწმოს ფსიქიკური მდგომარეობა და დაკავდეს უფრო სერიოზული საქმეებით, რადგან ის, რასაც ბიგვავა ამბობს  ნაციონალურ მოძრაობას არანაირად არ ეხება''- განაცხადა მან. 
წინა სტატიაუკრაინის სასამართლომ პოლიციას დაავალა სისხლის სამართლის საქმე აღძრას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალეობის მინიჭებისა და გაუქმების ფაქტზე
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ შტაბში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი იმყოფებოდა- ანა წითლიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური