მთავარისიახლეებისაზოგადოებაზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამლულთა რაოდენობა იზრდება

ზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამლულთა რაოდენობა იზრდება

Published on

ზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამლულთა რაოდენობა 14- მდე გაიზარდა. ზესტაფონის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკის გარდა, ფეროშენადნობთა ქარხნის საავადმყოფო "ფერომედში" კიდევ ექვსი ბავშვია ინტოკსიკაციით შეყვანილი. ექიმის ინფორმაციით, ექვსივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება "ჯეო ჰოსპიტალში" მოთავსებულ რვა პაციენტს, ხუთი ბავშვი უკვე გაწერეს, დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია კი საავადმყოფოში რჩებიან. ისინი სავარაუდოდ ტორტით მოიწამლნენ. ზესტაფონის სოფელ ილემის ბაღში სულ 14 ადამიანი მოიწამლა. 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...