უსამართლო, არათანაბარი და დაძაბული საარჩევნო გარემო – ასეთია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ლიდერთა საბჭოს შეფასება

0
369
უსამართლო, არათანაბარი და დაძაბული საარჩევნო გარემო – ასეთია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ლიდერთა საბჭოს შეფასება. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები წინასწარ უკვე საეჭვოდ მიიჩნევენ კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმაციას.ამის მიზეზად კი პარტიების არათანაბარ დაფინანსებასა და ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლას ასახელებენ. ოპოზიციის ლიდერები არათანაბარი გარემოს შექმნაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება შეუძლებელია და ამიტომ მმართველი გუნდი ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, ტოტალური გაყალბებისთვის ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.ლიდერთა საბჭომ აღნიშნულ დარღვევებზე ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდა. დახურული შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მმართველი გუნდი უნდა აიძულონ, სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.ხვალ ლიდერთა საბჭო ხვალ ერთად დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას და პირველ ბრიფინგს 12:00 საათზე გამართავს. დღის ბოლოს კი შემაჯამებელ დოკუმენტს გამოაქვეყნებს.
წინა სტატიადომენტი სიჭინავა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური