მთავარისიახლეებიპოლიტიკასაია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

საია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

Published on

„ყიზილაჯლოში მომხდარი არის შემაშფოთებელი და ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვის დაფიქსირებულა“, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. საია მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს „წინასაარჩეევნო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზოგადად ყველა გამოვლენილ ინციდენტთან მიმართებით იყოს მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების გამოძიება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საია-ს თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებისთვის დანაშაულის კვალიფიკაცია უკვე ცნობილია და ახლა მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს მოტივი. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან დროულ გამოძიებას ელოდებიან.მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ყიზილაჯლოში გუშინ ღამით ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატსა და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....