მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ შტაბში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი იმყოფებოდა- ანა წითლიძე

„ქართული ოცნების“ შტაბში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი იმყოფებოდა- ანა წითლიძე

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბში საღამოს კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. კომბინატის უბანში „ქართული ოცნების“ შტაბში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი იმყოფებოდა.„ ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ კომბინატი არის ის უბანი, სადაც იციან, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს და აქ არის ყველაზე მეტი დევნილი, სწორედ ამიტომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, თავისი ქვედანაყოფით ჩამოიყვანეს, იმისთვის, რომ ამ საღამოს იმუშაონ ამომრჩეველზე, მოახდინონ ზეწოლა მასზე და ამით შეძლონ არჩევნებში ჩვენი ამომრჩევლის დაშინება“- განაცხადა წითლიძემ. წითლიძის განცხადებას „ქართული ოცნების“ შტაბში უპასუხეს. პროპორციული სიის პირველი ნომრის მამუკა წოწერიას თქმით, შტაბი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, იყო თუ არა ახვლედიანი კომბინატის უბანში.“ჩვენ არ გვჭირდება არავისი მოსყიდვა და დაშინება, ისედაც ვიგებთ არჩევნებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ეს განცხადება არის უსაფუძვლო“- განაცხადა მამუკა წოწერია.
ამომრჩევლის დაშინების,  მოსყიდვისა და  მოსალოდნელი გაყალბების შესახებ ბრიფინგები  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს უკვე გამართეს

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...