მთავარისიახლეებიპოლიტიკადომენტი სიჭინავა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს

დომენტი სიჭინავა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს

Published on

 
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და მოუწოდებს, რომ ყველა მივიდეს ხვალ არჩევნებზე და საკუთარი არჩევანი ბიულეტენში დააფიქსიროს.„რამდენიმე საათი დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.იმედი მაქვს, ხვალ, ზუგდიდელები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს. არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქისა და სოფლებისთვის უკეთესი დღის მომტანი იქნება. არჩევანს, რომელიც ჩვენს შვილებს მეტ პერსპექტივასა და თვითრეალიზების საშუალებას მისცემს.მე, დომენტი (ზვიად) სიჭინავა, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გეუბნებოდით, რომ არ ვიძლევი დაპირებებს და მაქვს კონკრეტული გეგმები, იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთსობისკენ. უარი ვუთხრათ ნეპოტიზმსა და პოლიტიკური ნიშნით ხალხის დასაქმებას, მივცეთ თავის გამოჩენის შანსი პროფესიონალებს. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უფრო ნაკლები სოციალურად დაუცველი გვყავდეს ხვალ, კიდევ უფრო ნაკლები რამდენიმე დღის შემდეგ. მე მჯერა იმის, რომ თქვენ ყველას გინდათ შევცვალოთ ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. მჯერა და იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და წინასწარ ყველას მადლობას გადაგიხდით იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან. მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა ხვალ, საარჩევნო უბნებზე თქვენს ღირსეულ არჩევნად იქცევა.ერთად ავაშენოთ უკეთესი ხვალინდელი დღე, ერთად შევცვალოთ ზუგდიდი უკეთესობისკენ. მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი ყოველივე ესკიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ნუ დარჩებით სახლში, გააკეთეთ არჩევანი.ვიმედოვნებ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. თქვენი მხარდაჭერის იმედად, პატივისცემით, დომენტი (ზვიად) სიჭინავა“, – ნათქვამია დომენტი სიჭინავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...