მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში 12 წლის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის სახელოსნო გაიხსნა.

ზუგდიდში 12 წლის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის სახელოსნო გაიხსნა.

Published on

ზუგდიდში 12 წლის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის სახელოსნო გაიხსნა. მან  ხატვა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. გიგის დედა ამბობს, რომ ის პატარაობიდანვე კარგად ხატავდა, ძერწავდა. მისი ნახატები ფანქარში, გუაშსა და ზეთშია შესრულებული. კარგად აქვს განვითარებული ფანტაზია და მის მიერ შესრულებული ქაღალდის მანქანები ძალიან ჰგავს ნამდვილს, თითოეული დეტალი სათითაოდ აქვს დამუშავებული. მისი მასწავლებელი ნინო ჟვანია ამბობს, რომ გიგი უნიჭიერესი მოსწავლეა, ის არჩევანში თავისუფალია, თუმცა გამორჩეულად ფერწერა უყვარს.ეს სახელოსნო ღიაა ყველასთვის, ვისაც გიგის გამოცდილების გაზიარება სურს, ასევე  აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ის  ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...