მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინიდან კორუმპირებული დეპუტატების სრბოლა დაიწყო: დღეს კიევის აეროპორტში დეპუტატი ბორისლავ...

უკრაინიდან კორუმპირებული დეპუტატების სრბოლა დაიწყო: დღეს კიევის აეროპორტში დეპუტატი ბორისლავ როზენბლატი დააკავეს

Published on

რადასთან, კარვების ქალაქში მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეები მიუხედავად ხელისუფლების მუქარისა და მის მიერ მიღებული კონკრეტულოი ზომებისა ძალის გამოყენებით დაშალონ ხალხი, ფეხის მოცვლას არ აპირებენ. 
სამაგიეროდ უკვე დაიწყო კორუმპირებულ ხელისუფალთა გაქცევის პროცესი, რომელთა შორის პირველი მერცხალი რადას დეპუტატი ბორისლავ როზენბლატი აღმოჩნდა.
იგი დღეს19 ოქტომბერს, კიევის აეროპორტში დააკავეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა. 
დეპუტატი კიოლნში მიფრინავდა. ჩხრეკისას მას ოქრო და ძვირფასი ქვები აღმოაჩნდა.
 
19 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს როზენბლატის დაცვის თანამშრომელი,. რომელსაც 200 000 დოლარი აღმოაჩნდა. ბიუროს განცხადებით დაკავებულს აღნიშნული თანხა როზენბლატისთვის უნდა გადაეცა. ქრთამი დეპუტატს ქარვის მოპოვების ლიცენზიის საკითხის გადაწყვეტის გამო გადასცეს.
 
11 ივლისს რადამ როზენბლატს  იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა, მისი დაპატიმრებას ნებართვა არ გასცა.
 
19 აგვისტოს კიევის სასამართლომ მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა და ელექტრონული თვალთვალის სამაჯურის ტარება დაავალა.
მიუხედავად ამისა,  როზენბლატმა, რომელსაც აქვს გერმანიაში ბინადრობის უფლება და იქ საკუთარი სახლისა და რამდენიმე საწარმოს მფლობელია,  ქვეყნის დატოვება სცადა, თან ოქროთი და ბრილიანტით სავსე ხელჩანთით. დაკავებისას, მან რამდენიმე სიტყვით განმარტა ჯურნალისტებთან კიოლნში გამგზავრების მცდელობის მიზეზები: მხოლოდ სამი დღით ვაპირებდი ქვეყნიდან გასვლას, შეძენილი მაქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც, მაგრამ  ანტიკორუფციულ სამსახურს ჩემი დაკავება დღეს ეტყობა  რაღაც სხვა მიზეზებით ჭირდებოდა.   
 
ამას  კარვების ქალაქში მომიტინგეებიც ვარაუდობენ.  მათი  შეფასებით, ,,პოროშა'' მისგან ისედაც ისედაც მიძულებული როზენბლატის დაკავებით ვერ შექმნის კორუფციასთან ბრძოლის დაწყების ილუზიას, თევზი თავიდან ყროლდება და უკეთესი იქნება მან თავად დაიდოს ხელზე ბორკილები'' – აცხადებენ ისინი უკრაინის მედიასთან საუბარში. 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...