მთავარისიახლეებისაზოგადოებაწინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე სამართლიანი არჩევნები ანგარიშს აქვეყნებს

წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე სამართლიანი არჩევნები ანგარიშს აქვეყნებს

Published on

“წინასაარჩევნოდ ზეწოლა-მუქარის 23, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1, ძალადობის 2, კამპანიისთვის ხელის შეშლის 3, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6, შენობის არამართლზომიერი გამოყენების 1, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 5, სააგიტაციო მასალის დაზიანების 11 შემთხვევა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში არსებული გადაცდომების 6 შემთხვევა დაფიქსირდა”. ეს განცხადება "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ გააკეთა, რომელმაც დღეს არჩევნების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.მონიტორინგი 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მოიმატა ოპოზიციური კანდიდატებისა და აქტივისტების მიმართ სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებმა. საუბარია ასევე კანდიდატურების მოხსნაზეც. სამართლიანი არჩევნების შეფასებით, ეს ფაქტები თავისუფალ და თანასწორ წინასაარჩევნო გარემოს საფრთხეს უქმნის.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...