მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ინგირიდან ივანიშვილს ასწლოვანი მუხა მიაქვს

სოფელ ინგირიდან ივანიშვილს ასწლოვანი მუხა მიაქვს

Published on

ინგირში, ჭეჟიების ოჯახში საუკუნოვანი მუხის გარშემო ფუნდამენტი უკვე ამოღებულია, და გიგანტურ მცენარეს უახლოეს მომავალში საავტომობილო პლატფორმაზე გადაიტანენ.ინგირიდან შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიურ პარკამდე დაახლოებით 90 კილომეტრის საავტომობილო გზაა, თუმცა უცნობია, ხეს ხმელეთით წაიღებენ თუ საზღვაო ბარჟით.სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებენ.  
 
“კანონის დაცვით ვმოქმედებთ, გვაქვს ხელშეკრულება დადებული და ვასრულებთ იმ სამუშაოებს, რაც ჩვენ მითითებული გვაქვს, გადაგვაქვს ურეკში. შეთანხმებულია კერძო პირთან, ხელშეკრულებაც დადებული გვაქვს,“ – განაცხადა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა.
 
ასევე ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი სოფელ ინგირში 20 დღის წინ იმყოფებოდა, რა დროსაც მოხდა ხის მეპატრონესთან შეთანხმება. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ხეს სავარაუდოდ, შეკვეთილში გადაიტანენ.  
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...