მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მისწერა მიხეილ სააკაშვილს გუშინ უკრაინელმა პოლიციელმა

რა მისწერა მიხეილ სააკაშვილს გუშინ უკრაინელმა პოლიციელმა

Published on

კრივოი როგის საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელსაც კიევში მიმავალი  მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების  კორტეჟის შეჩერება უბრძანეს, პროტესტის ნიშნად  სამსახური დატოვა.
 
აი, რა მისწერა მან   მიხეილ სააკაშვილს:
  
,,დღე მშვიდობისა, მიხეილ , მე ვარ ….. , ყოფილი პატრული კრივოი როგიდან. დღეს პოროშენკო ამაყობს ,,ახალი პოლიციით’’,  მე კი ვამაყობ იმით,  რომ გუშინ დავწერე განცხადება იმ პოლიციიდან წასვლის შესახებ, რომელშიც ორი წელია ვმსახურობდი.
,,ახალი პოლიცია’’ დღეს უკრაინაში არსებული კორუფციის ეტალონად არის ქცეული, როცა თქვენ ჩვენს ქალაქთან გაიარეთ, მიღებული გვქონდა ბრძანება ნებისმიერი ხერხით შეგვეფერხებინა თქვენი და თქვენი კორტეჟის გადაადგილება. 
მე ვერ ვიმსახურებ ისეთ პოლიციაში, როცა უკრაინის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობს ევგენი ჟუკოვი, რომელსაც ღიად და ბილწად შეუძლია  აგინოს ადამიანებს: მე იმათი დედა… 
ასეთ ადამიანების ადგილი პოლიციაში არ არის და ამ ადამიანებით ამაყობს ჩვენი პრეზიდენტი.
 
ჩემი ოცნებაა თქვენ გახდეთ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და წესრიგი დაამყაროთ.
წარმატებებს გისურვებთ’’ 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...