მთავარისიახლეებიკულტურამიხეილ ქირია: ,, ფალსტაფი'' , პარმა, აპლოდისმენტები... მადლობა,...

მიხეილ ქირია: ,, ფალსტაფი” , პარმა, აპლოდისმენტები… მადლობა, ღმერთო”

Published on

ცნობილმა საოპერო მომღერალმა   მიშა ქირიამ მორიგ წარმატებას მიაღწია ვერდის საოპერო ფესტივალზე, რომელიც იტალიაში, პარმაში გაიმართა. 
ქართველმა ბარიტონმა ამჯერად შეასრულა სერ ჯონ ფალსტაფის  პარტია  ოპერიდან  ,,ფალსტაფი'' .
ჯუზეპე ვერდის ეს ოპერა , რომელიც შექსპირის ,,უინძორელი ლამაზმანების"' მოტივებზეა შექმნილი და განსაკუთრებით მისი მთავარი პერსონაჟის საოპერო პარტია  განსაკუთრებულ საშემსრულელო ხელოვნებას მოითხოვს და მისი დაძლევა  მნიშვნელოვან მოვლენაა ნებისმიერი რანგის მომღერლისათვის, მით უფრო ცნობილ საოპერო სცენებზე. ამდენად წარმატება ფალსტაფში  სამუდამოდ დარჩება ერთერთ უმთავრეს მიღწევად მიხეილ ქირიას შემოქმედებით ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზე ახალგაზრდა, მზარდი ხელოვანია და კიდევ მრავალ ურთულეს პარტიასთან მოუწევს შეხვედრა.
 
 
,,შესანიშნავი  შესრულება !'' – ასე ეხმაურებიან ფესტივალის ორგანიზატორები და მსმენელები  მიხეილ ქირიას წარმატებულ გამოსვლას, რომელიც მშვენიერი ვოკალისა და არტისტიზმის შერწყმის ნიმუშად შეფასდა იტალიურ მედიაში.
 
,, ფალსტაფი'' 
პარმა, იტალია
აპლოდისმენტები
მადლობა ღმერთო''- ასე გამოხატავს თავის ემოციებს  თავად მომღერალი პირად  ფეისბუქგვერდზე.
 
 
 

 

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...