მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ინაშვილი განმარტავს, რატომ გაუბრაზდა დეიდა ნინო ბურჯანაძე

ირმა ინაშვილი განმარტავს, რატომ გაუბრაზდა დეიდა ნინო ბურჯანაძე

Published on

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს აკრიტიკებს. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძე როგორც პოლიტიკოსი დისკვალიფიცირებულია. 
 
"ბურჯანაძემ რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პატივს გცემთ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს, თუმცა ბოლო პერიოდში მათ სიტყვა გაექცათო. რას იტყვით ამაზე? მე არაფერი არ გამქცევია და არაფერი არ გამირბის სხვებისგან განსხვავებით. საერთოდ მიმაჩნია, რომ ბურაჯანაძის სტანდარტი ძალიან დაეშვა დაბლა. როგორც პოლიტიკოსი დისკვალიფიცირებულია", – განაცხადა ირმა ინაშვილმა  ipress-თან საუბარში.
 
ინაშვილის თქმით, ბურჯანაძის განცხადებები პოლიტიკოსის განცხადებები არ არის, ეს არის გაბრაზებული დეიდას განცხადებები. 
 
შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე გაანაწყენა ,,პატრიოტთა ალიანსის'' ამბიციამ რუსეთთან ურთიერთობაში დაიკავონ  მისი ადგილი და სატელიტური უწოდა ამ პარტიას 
"დიდი ბოდიში, მაგრამ "დემოკრატიული მოძრაობისა" და ნინო ბურჯანაძის ადგილს ნამდვილად ვერ დაიკავებს "პატრიოტთა ალიანსი" და მისი ლიდერები ადამიანური პატივისცემის მიუხედავად", – ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში სიტყვა გაექცათ.
 
"არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმებით იმაში, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ჩვენს ადგილს იკავებს. დიდი ბოდიში, მაგრამ "დემოკრატიული მოძრაობისა" და ნინო ბურჯანაძის ადგილს ნამდვილად ვერ დაიკავებს "პატრიოტთა ალიანსი" და მისი ლიდერები ადამიანური პატივისცემის მიუხედავად. ვიმეორებ, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ლიდერებს სიტყვა გაექცათ, მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე. მე არასოდეს არ გამქცევია, არავისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა. "სატელიტი", არ არის კომპლიმენტი, მაგრამ არც შეურაცხყოფაა, ეს პოლიტიკური შეფასებაა", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...