მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს კიევში: პოროშენკოს თამაშები და ხალხის რეაქცია

დღეს კიევში: პოროშენკოს თამაშები და ხალხის რეაქცია

Published on

კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ
ვეჩეზე ნმისი ორგანიზატორი უკრაინის ოპოზიციურ ძალთა უპირობო ლიდერი მიხეილ საააკაშვილი ჯერ არ გამოჩენილა. მას წუთი წუთზე მოელიან.
 
პარლამენტის შენობის წინ მიუხედავად პოლიციის წინაღობებისა, დიდძალი ხალხია შეკრებილი. უკვე აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ხალხის რაოდენობა , რომელიც გამუდმებით იზრდება, ძალზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა პოროშენკოს ხელისუფლებისათვის.
 
 
 უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტუაციიდან გამოსვლას ცდილობს – დღეს უკრაინის პარლამენტში დარეგისტრირდა მის მიერ ინიცირებული   კანონპროექტი, რომლითაც  პარლამენტის დეპუტატების ხელშეუხებლობა უქმდება 
 
კანონპროექტი კონსტიტუციის მე-80 მუხლის შემდეგი ფორმულირებით მიღებას ითვალისწინებს: 
„უკრაინის სახალხო დეპუტატები კენჭისყრის შედეგებზე ან პარლამენტში გამონათქვამებზე იურიდიულად პასუხს არ აგებენ, შეურაცხყოფის ან ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გარდა“
 
ამავდროულად, პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ამოიღოს კონსტიტუციის მე-80 მუხლიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ სახალხო დეპუტატებს სადეპუტატო ხელშეუხებლობის გარანტია ეძლევათ და უკრაინის უმაღლესი რადას თანხმობის გარეშე სახალხო დეპუტატების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება იკრძალება.''
  მაგრამ საქმე ისაა, რომ  კანონი დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა. სწორედ ამიტომ მოყვა პოროშენკოს ამ თითქოს კომპრომისულ ნაბიჯს ხალხის აღშფოთება. ესარის ცინიზმი პოროშენკოს მხრიდან, რამდენადაც მსგავსი პრორქტები დასტებად დევს პარლამენტში, მაგრამ მათ მიღებას აჭიანურებენ. 2020 წლამდე კი არა, პოროშენკოს მმართველობის დასრულება დღეს და აქ იწყება- აცხადებენ აქციის მონაწილეები
 
 
 
დილით ინციდენტი მოხდა დეპუტატ ვლადიმირ პარასიუკსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვალერი გელეტეის შორის.
 
პარასიუკი სამხედრო პირის მხრიდან აუგად მოხსენიების შემდეგ გაღიზიანდა და მას ჯერ მუშტები დაუშინა, შემდეგ კი ფეხში ფეხი ჩაარტყა, თანაც, ტრიბუნალზე მოხვედრითაც დაემუქრა.

 
 
 

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...