მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 გმირს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 გმირს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

Published on

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირიდან ოცს    დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, სხვები  ახლობლების გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე და ტაძრებში დაკრძალებიან,  მაგალითად უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია სამუდამო განსასვენებელს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში ჰპოვებს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრის ვახტანგ გეგელაშვილის ნეშტი კი რუსთავში დაიკრძალება. 
 
მანამდე კი, დილის 11:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
 
,,იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა აფხაზეთში დაღუპული 25 პირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
 
"ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი გმირებისთვის. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ამარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის. ჩვენი სულიერი ძმები არიან ქართველებიც და აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა. იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა განამწესოს ღმერთმა სულნი მათი, სადაცა მართალნი განისვენებენ. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს მათი სულები", – ბრძანა უწმინდესმა.

 
აფხაზეთის ომის გმირები პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს, სახელმწიფო ჯილდოებზე უკვე წარუდგინა.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...