„სრული აბსურდია ის, რაც მელიამ თქვა დღეს. ჩვენ ერთად წამოვედით პარტიიდან, არ მინდა შიდაპარტიული ამბების გარეთ გამოტანა…მე არსად გავქცეულვარ, არც ფული ამიღია. მოვა მიშა და ყველაფერს ვეტყვი“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ გელა თოლორაიამ. მისი თქმით, არც ერთ სხვა პარტიაში არ გადასულა და არც აპირებს გადასვლას. ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის 4-მა კანდიდატმა გუშინ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. „ოდიშინიუსი“ გელა თოლორაიას დაუკავშირდა, რომელმაც ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა.