მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ მოუხდის ბოდიშს აკადემიკოს ნიკოლოზ სააკაშვილს? თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც აქამდე...

ვინ მოუხდის ბოდიშს აკადემიკოს ნიკოლოზ სააკაშვილს? თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც აქამდე სახელმწიფო საკუთრებაში ყოფილა, გაიყიდა

Published on

მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გაასხვისა. იგი სახელმწიფო საკუთრებაში აღარ არის. – ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს .
 
ისტორიული შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მთავრობამ ინვესტორს, შპს "იალონს" მიწის ფართობის სანაცვლოდ გადასცა.
საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც თითქოსდა საქალაქო სასამართლოს გაფართოებისთვის სჭირდება, მაგრამ ეს ნაკვეთი არც უშუალოდ სასამართლოს გვერდით მდებარეობს და თან ზედ მაღალი ძაბვის ანძები დგას.
 
ცნაურია ისიც,  რომ სასამართლო შენობის გარშემო არაერთი ათასი კვადრატული მეტრი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში. სპეციალისტების დაინტერესებას სწორედ ეს ფაქტი იწვევს. 
 
იურისტებისთვის  გაუგებარია, რაში დაჭირდა სახელმწიფოს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გაცვლა იმ ფართში, რასაც ვერ გამოიყენებს.
 
თბილისის ბალნეოლოგიურგი კურორტის ხელში ჩაგდებას წლების განმავლობაში არაერთი კომპანია ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი კურორტის მფლობელი ის კომპანია გახდა, რომელსაც ისტორიული თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის.
 
ინვესტორი "იალონის" უკან "მეიდან ჯგუფი" დგას, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ცდილობდა კურორტის პრივატიზებას. რატომ ეთქვა მაშინ უარი და რა შეიცვალა ახლა ეს სწორედ ის კითხვებია, რომელსაც იურისტები სვამენ.
 
გარიგების მიხედვით კი ორ ქონების ღირებულებას შორის განსხვავების, 2 მლნ. 400 000 ლარის გადახდა კომპანიას დაეკისრა, დამატებით პირობად კი განისაზღვრა 9.5 მლნ. ლარის ინვესტიციის ჩადება და სამედიცინო პროფილის სამუდამოდ შენარჩუნება. 
 
რაც უნდა უცნაური იყოს, ბევრს ეს ინფორმაცია შვებასაც მოგვრის, რადგან ქართული ოცნება და ასავლურ–დასავლური მედია წლებია ავრცელებდა ჭორებს, რომ კურორტი მიხეილ სააკაშვილის მამის – აკადემიკოს ნიკა სააკაშვილის კუთვნილებაში იყო გადასული.
 
მერამდენედ უნდა გამოუჩნდეს ქართული ოცნების მამალს ბოლო? 
ვინმე თუა ბოდიშის მომხდელი ქართული მედიცინის სფეროში ერთ–ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი ადამიანის წინაშე? 
 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...