საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია კიევში არ შეუშვეს

0
413
კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია დააკავეს და მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს ისე, რომ მიზეზები არ განუმარტავთ.
 
„საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს და ისე, რომ არაფერი განუმარტავთ, მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ნაყოფია ჩემი თანამოაზრეა,  პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ჩემი შექმნილია და რომლის  საპატიო თავმჯდომარე ვარ''.- წერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის  Facebook-ზე .
 
 მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში მესაზღვრეთათვის შედგენილ შავ სიაში ჯერ კიდევ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს შეიყვანეს.
 
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქტიურად მონაწილეობდა ღირსების რევოლუციაში, ქართველი დავით ყიფიანი  ერთერთია ციური ასეულიდან, არაეთმა ჩვენმა აქტიურმა მხარდამჭერმმა დასდო თავი უკრაინის შეიარაღბული ძალების ბრძოლაში დონბასისათვის.
ერტიანი ნაციონალური მოძრაობა იმყოფება შეურიგებელ ოპოზიციაში გაზპრომის უმსხვილეს კერძო  აქციონერთან, რუს ოლიგარქ ივანიშვილთან, რომელთან  შესახვედრად საქართველოში ჩავიდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა პოროშენკო ჩემთვის მოქალაქეობის გაუქმებამდე ცოტახნით ადრე.
 
ქართველი დეპუტატები ჩემი პარტიიდან მესაზღვრეთა შავ სიაში შეიტანა იანუკოვიჩმა 2013 წელს, მაიდნის წინ , ჩვენ ყველას გვახსოვს, რით დასრულდა ეს, მაგრამ მალტაში ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს პოროშენკო დამემუქრა,  რომ მას იანუკოვიჩზე  მეტი ძალა აქვს …
მე ორივეს პირადად  ვიცნობ და ერთში ისინი მართლაც გვანან ერთმანეთს. მათ, რა თქმა უნდა, შესწევთ ძალა არ შეუშვან ქვეყანაში უკრაინის მეგობარი- დეპუტატები, გამიუქმონ მოქალაქეობა და შეასრულონ პუტინის დავალება ჩემი დაპატიმრების შესახებ, შეუქმნან უამრავი წინარობა ოპოზიციონერებს –  ყველაფერი ეს დიდ ჭკუა-გონებას არ საჭიროებს, –  მაგრამ ერთში ორივენი სასტიკად ცდებიან: ფული და ძალაუფლება  მათ ვერ აქცევს უფრო ძლიერად, ვიდრე  უკრაინის ხალხია'' – წერს მიხეილ სააკაშვილი. 
როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სსააკასვილმა ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მცირე ხანში გარვია, დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით იქნა დეპორტირებული. 
 
როდიდან იქცა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის   საფრთხედ დეპუტატი, რომელიც მუდამ თავგანწირვით გამოდიოდა უკრაინის მხარდასაჭერად, უსაფრთხოების სამსახურს მოუწევს თავი იმართლსნ ამისთვის ღია სასამართლო მოსმენებზე, რომელიც ხელისუფლების შეცვლისთანავე გაიმართება – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.- მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ  დემჩინი, კოვალენკო, კონონენკო და უსაფრთხოების სამსახურის სხვა ხელმძღვანელები თავად წარმოადგენენ მეხუთე კოლონას, უკეთეს ფიქრებს არც ის აღძრავს, რომ რეაქცია ჯერჯერობით არც სამსახურის ხელმძღვანელის გრიცაკის მხრიდან ჩანს. 
თავად დეპუტატი მომხდარს უკრაინაში მის არშეშვებას პოროშენკოს ხელისუფლების მიერ  მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას და 17 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
„საზღვრის გადაკვეთის დროს ჯერ მთხოვეს, რომ ცოტა ხანი დაგველოდეო, შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში დამპატიჟეს აქაური მესაზღვრის კაბინეტში, რომელმაც მითხრა, რომ თქვენზე არისო აკრძალვა ქვეყანაში შემოსვლაზეო. მე მოვითხოვე განემარტათ  მიზეზები, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.  თუმცა გასაგებია, რომ ასე ცდილობენ ისინი რაღაც დისკომფორტი შეუქმნან   მიხეილ სააკაშვილს მის  მიერ 17-ში დაგეგმილი დიდი აქციის წინ და   თავისი ჭკუით ესეთ ზომებს მიმართავენ,"- განაცხადა კობა ნაყოფიამ  ბორისპოლის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ყოფნისას. უნდა აღინიშნოს, რომ  ვითარების გასარკვევად აეროპორტში  კობა ნაყოფიასთან  დაუყოვნებლივ მივიდნენ რადას დეპუტატები და ადვოკატები 

 
 
წინა სტატიაუკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა
შემდეგი სტატია„ვაპროტესტებთ ოლიგარქის რეჟმს, არ გვინდა გაიყიდოს საქართველო“- ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული აქცია თბილისში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური