მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართველი პარლამენტარი კობა ნაყოფია ღამეს „ბორისპოლის“ აეროპორტში ათევს

ქართველი პარლამენტარი კობა ნაყოფია ღამეს „ბორისპოლის“ აეროპორტში ათევს

Published on

 ქართველი პარლამენტარი კობა ნაყოფია,  რომელიც დღეს მესაზღვრეებმა უკრაინაში არ შეუშვეს, აქამდე  „ბორისპოლის“ აეროპორტში იმყოფება და ღამის გატარებას იქ აპირებს.
 
დეპუტატი ტელეარხ „NewsOne“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში   აცხადებს, რომ არ  აპირებს შეეგუოს მისი უფლებების დარღვევას, დაემორჩილოს უკანონო დეპორტაციას და საქართველოში დაბრუნდეს.
 
ამასთან, ნაყოფიას ადვოკატები, რომლებიც ინციდენტის გამო აეროპორტში მივიდნენ, აცხადებენ, რომ დეპუტატისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვა პოროშენკოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების  დარღვაა. და დიპლომატიური პასპორტის იგნორირება. 
 
ტელეარხს უკრაინის რადას სახალხო დეპუტატმა იური დერევიანკომ განუცხადა, რომ .უკრაინაში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის წევრს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განკარგულებით გადაეცა. ამასთან „საუბარია არა ქვეყანაში შესვლაზე უარის შესახებ, არამედ იმაზე, რომ ქართველი პარლამენტარი ოპოზიციური ფრაქციიდან უკრაინაში ჩამოვიდა როგორც დიპლომატი, პარლამენტარი დიპლომატიური პასპორტით, მას კი ბორისპოლის აეროპორტში გადასცეს უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის დოკუმენტი. ეს ჩვენი მონაცემებით ინიცირებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძანებით და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების ფორმულირებით“, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.
 
დეპუტატმა კობა ნაყოფიამ „NewsOne“-ს განუცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ჩავიდა. 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...