მთავარისიახლეებიპოლიტიკააქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა

აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა

Published on

აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა,“ – ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გააკეთა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში იქ იმყოფებიან და ყოფილი პრემიერის სახლის წინ აქციას მართავენ.
 
 
„აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა, რომელიც შემოსულია მთელ საქართველოზე და იტაცებს და იტაცებს მთელ ქართულ მიწებს და ტერიტორიებს. ის, რაც მოხდა თბილისში, ბათუმში, ერთდროულად პრაქტიკულად, ეს იყო ტერიტორიების მიტაცება. ალბათ ძალიან გაგვიჭირდება ყველა იმ მიწის და ნაგებობის მოძიება, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, თუმცა აუცილებლად მოვიძიებთ. სხვადასხვა კომპანიებსა თუ ფირმებზე აქვს გადაფორმებული, თუმცა ხედავთ, რომ მიმდინარეობს მცოცავი მიტაცება როგორც თბილისის, ასევე საქართველოს ტერიტორიების. თბილისი არ დაუშვებს, რომ მისი ისტორიული ნაწილი მიიტაცოს ამ ადამიანმა, რომლის სახლი პირამდე სავსეა ამ ქვეყნის მოქალაქეების ფულით. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მიდის, ოღონდ კი საკუთარი კომპანიები და საკუთარი თავი გაამდიდროს და ეს ხდება ჩვენს ხარჯზე,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა. –  თბილისელები 21 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას საკადრის პასუხს გასცემენ.ჩვენ ყველა ველოდებით 21 ოქტომბრის არჩევნებს, როდესაც თბილისი დაუბრუნდება განვითარების რელსებს.“
 
„ჩვენ გვეგონა, რომ წინ უნდა წავსულიყავით და ის ხარვეზები, რომელიც იყო უნდა აღმოგვეფხვრა და აღმოჩნდა რა, აღმოჩნდა რომ რუსეთის აგენტების, ბავშვების მკვლელების, კიწმარიშვილის მკვლელების , ჩვენი სპეცრაზმელების მტრების დრო დაბრუნდა“,- განაცხადა აქციაზე პარტიის ერთერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა.- ჩვენ გვეგონა, რომ  ვარდების რევოლუციის დროს დასრულდა ის მძიმე პერიოდი, რომელიც ქვეყანამ გაიარა და მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი ფიქრობდა რომ უნდა გაგრძელებულიყო აღმავლობა ისევ დაბრუნდა ძველი ხანა. მაგრამ  დღეს აქციაზე არის შეკრებილი ის ხალხი, ვისაც აწუხებს საქართველოს ბედი. ბიძინა ივანიშვილის,  ამ ევრაზიული ფაროსანას გარშემო კი არის მხოლოდ მისი კლანი, არიან მხოლოდ კორუმპირებული ჩინოვნიკები, არიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც საშოვარზე არიან მოსული“,-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ხალხის მმართველობა უნდა დასრულდეს 21 ოქტომბერს.

 

სიახლეები

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...

ეკა კუპატაძე: გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიშია, თუ ვინმე დასუჯელობით წახალისდება, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე საქალაქო სასამართლოში ესწრება პროცესს და სადაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ...