მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა

Published on

 უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ყოფილიპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა. 
 
კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში უარს ამბობენ რეაგირება მოახდინონ მის მოთხოვნაზე და ვადები, რომლის ფარგლებში რეაგირება უნდა მოეხდინათ, უკვე ამოწურულია. 
 
მისი თქმით, სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს, რათა აღადგინოს უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც მას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა. 
 
სააკაშვილმა დამატებითი დაცვის შესახებ მოთხოვნით საიმიგრაციო სამსახურს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მიმართა. როგორც მისმა ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განმარტა, „მოქალაქისთვის დამატებითი დაცვისა და პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა არსობრივად ერთი და იგივეა“. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...