მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა"- "ევროპულმა საქართველომ ზუგდიდში ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა

,, შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა”- “ევროპულმა საქართველომ ზუგდიდში ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა

Published on

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისი 17 ოქტომბერს აქცია-მსვლელობას სახელწოდებით ,, შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა" გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ განუცხადა.
,,ჩვენ მოსახლეობასთან ერთად მოვაწყობთ აქცია-მსვლელობას, რათა ერთად გავაპროტესტოთ ხელისუფლების უმოქმედობა და ხმამაღლა გავაგონოთ დაყრუებულ მმართველ ძალას ხალხის ხმა. აქცია მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მსვლელობა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მოხდეს ფაროსანასგან მიყენებული ზარალის დათვლა და მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემა“, – აღნიშნა ქებურიამ.მათი განცხადებით 1400ზე მეტი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული რათა მოხდეს ზარალის დათვლა. აქცია მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მსვლელობა  სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება.მათი მოთხოვნაა მოხდეს ფაროსანად მიერ მიყენებული ზარალის დათვლა და მოსახლეობისთვის კომპენასაციის გაცემა.

სიახლეები

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...