მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი - ყველაზე გავლენიანი და ეფექტური პოლიტიკოსი ფეისბუქზე

მიხეილ სააკაშვილი – ყველაზე გავლენიანი და ეფექტური პოლიტიკოსი ფეისბუქზე

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვის და ყველგან წარმატებით – წერს უკრაინული მედია, მისი შეხვედრები უკრაინის დიდ-პატარა ქალაქბში ათეულ ათასობით მხარდამჭერთან, ინტერვიუები უკრაინისა და მსოფლიო მედიაში,  რომელიც, როგორც წესი, მაღალრეიტინგულია და ბოლოს აქტიური მოღვაწეობა სოცილურ ქსელებში ამ პოლიტიკური ფიგურის მიმართ განსაკუთებულ ყურადღებას აღძრავს, რამდენადაც ეს არ არის ლაპარაკი ლაპარაკისათვის, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად და ეფექტურად იყენებს ნებისმიერ ტრიბუნას  თავისი მიზნებისა და შეხედულებების პოპულარიზაციისათვის, მოხრეთა შემოკრებისათვის და, რაც მთავარია, უკრაინის ინტერესების პრეფერენციისათვის,  საზოგადოების და მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურებისა და პოლიტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებისათვს უკრაინელი ხალხის ბრძოლაში კორუფციის, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ  და  დემოკრატიული განვითარებისათვის. 
 
გუშინ გამოცემა ,,ნოვოე ვრემიამ'' მის  მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებისა და სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობრივი ანალიზის  საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი  დაასახელა იმ პოლიტიკოსთა ოცეულის პირველ ნომრად, რომელნიც  ყველაზე აქტუალურები არიან ქსელში, ყველაზე ეფექტურად იყენებენ სოციალური ქსელების შესაძლებლობებს, და ფეისბუქის მეფედ გამოაცხადა იგი.
 
,,მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული იუმორის გრძნობა , ღიმილით შეხვდა ამ ტიტულს, თუმცა ამ ტიტულს ბევრი მისი მოწინააღმდეგე ინატრებდა, რადგან ფეისბუქის მეფობა ხალხთან საუბრის, ურთულესი საკითხების გასაგებ ენაზე ფორმულირების, მათი დაინტერესების, ეფექტური კომუნიკაციის   უნარს ნიშნავს. ნებისმერ მის პოსტს მოსდევს მომხრეთა და მოწინაღმდეგეთა კომენტარების კასკადი და სახალხო დისკუსია თანამედროვე უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.- წერს უკრაინული მედია.
 
საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ოცეულში მოსდევს პეტრო პოროშენკო. 
 
როგორც ერთერთი ფეისბუქმომხმარებელი წერს, ,,პოროშენკოს დილა ალბათ მისი პოსტების გაცნობით იწყება და, თუ ასე არ არის, მისთვისვე სჯობს ასე იწყებოდეს. '' 
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...