მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს სვეტიცხოვლობაა, იგივე კვართის დღესასწაული, რომელიც საქართველოში ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღინიშნება

დღეს სვეტიცხოვლობაა, იგივე კვართის დღესასწაული, რომელიც საქართველოში ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღინიშნება

Published on

დღეს სვეტიცხოვლობაა, იგივე კვართის დღესასწაული, რომელიც საქართველოში ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღინიშნება. ეს დღე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უფლის კვართის სადიდებლად დააწესა. ტრადიციულად ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში წირვას ატარებს.სწავლების მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი.ერთი მათგანი, სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. ის მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული.სწორედ ამ ადგილზე აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარი.ეს დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღდგა. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...