მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოსკენ რადიოაქტიური ღრუბელი მოემართება, მაგრამ მდგომარეობა საგანგაშო არ არის

საქართველოსკენ რადიოაქტიური ღრუბელი მოემართება, მაგრამ მდგომარეობა საგანგაშო არ არის

Published on

მეცნიერებმა განგაში ატეხეს – ერთი კვირის წინ ევროპის ქვეყნების თავზე რადიოაქტიური ღრუბელი გამოჩნდა, შედეგად საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის  ტერიტორიაზე ჰაერში   "რუტენიუმ 106 -ს" შემცველობა გაიზარდა. უკვე დადგენილია, რომ გაჟონვა სადღაც აღმოსავლეთ ევროპაში მოხდა და ქარმა ჯერ დასავლეთისკენ წაიღო, ახლა კი უკან აღმოსავლეთში ბრუნდება –   სამი დღის წინ ღრუბელი უკრაინის თავზეც ჩამოწვა და არის საშიშროება, რომ  მან საქართველომდეც მოაღწიოს, რადგან  უბერავს ქარი, რომელიც    დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოემართება. 
 
მაგრამ მოსახლეობას განგაშის საფუძველი არა აქვს, რადგან რადიოაქტიური "რუტენიუმ-106"-ის დაშვებული კონცენტრაცია ერთ კუბურ მეტრ ჰაერში 500 მილიბეკერელამდეა. კიევში აღებულმა სინჯმა მხოლოდ 1-2,2 მილიბეკერელი აჩვენა და წარმოუდგენელია, მან თბილისამდე მოღწევისას მოიმატოს, პირიქით, უნდა შემცირდეს.
 
რუტენიუმ 106 ძალიან იშვიათი ელემენტია, იგი გამოიყენება ონკოლოგიურ თერაპიაში და კოსმოსურ კვლევებში, მაგრამ მისი გადაჭარბებული კონცენტრაცია ჰაერში საშიშია ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვისაც კი. 
 
რუტენიუმი  თავისთავად, ბუნებრივი გზით  არ წარმოიქმნება ატმოსფეროში, ამდენად აშკარად რომელიღაც ობიექტიდან, უპირველეს ყოვლისა, ატომური ელსადგურიდან  ან კონტეინერების გადაზიდვის დროს მის  ავარიულ გაჟონვასთან გვაქვს საქმე. უკრაინაშიც და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა საუბარი რუსეთის ხელზე ამ საქმეში. 
 

 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...