მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენიმე წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა გუბერნიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს

რამდენიმე წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა გუბერნიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს

Published on

43 წლის გოგიტა აბულაძის მშობლებმა  სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი გამოძიების დასრულებას ითხოვენ, "ყველაფერი მე ვიცი შვილო და მათ არ იციან ?! ჩემი შვილი სახლიდან სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. შვილის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ. წერილში ეწერა: "გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ". მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იყო, ახლა კი თბილისში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და სწორედ ის უშლის ხელს გამოძიებას და მან ყველაფერი იცის, "-განაცხადა აბულაძემ. ცნობისთვის გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ის სახლიდან სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრებმა შვილის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ აღმოაჩინეს. წერილში ეწერა: "გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ". მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...