მთავარისიახლეებიკულტურა,,პანორამა თბილისი '' კატასტროფაა ქალაქის ისტორიული ნაწილისათვის - საერთაშორისო ორგანიზაციები იუნესკოს...

,,პანორამა თბილისი ” კატასტროფაა ქალაქის ისტორიული ნაწილისათვის – საერთაშორისო ორგანიზაციები იუნესკოს და საქართველოს მთავრობას მიმართავენ

Published on

“საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებიც აპროტეტსტებენ პროექტს, თუმცა მათი ხმა არ ისმის. ახლა საჭიროა, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეუერთდეს მათ პროტესტს” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წამყვანი ბრიტანული და   საერთაშორისო ორგანიზაციები აწერენ ხელს.
 
მათ საქართველოს პრეზიდენტსა და მინისტრებს მიმართეს წერილით, რომელშიც “პანორამა თბილისის” პროექტის რეალიზაციის შეჩერებას სთხოვენ.  
 
ორგანიზაცია SAVE Europe’s Heritage – ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “პანორამა თბილისი” ხორციელდება მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში მყოფ თბილისის ისტორიულ ნაწილში, რითიც მსოფლიოს ერთ-ერთ ლამაზ ქალაქს დაამახინჯებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისი აგებულია მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, ხოლო მთებს, რომელებიც ქალაქის კონტურის შემადგენელი ნაწილია, 1975 წლიდან კანონი იცავს, ისინი თბილისის ხასიათისა და მნიშვნელობის განუყოფელი ნაწილია.
2015 წლის ივლისში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მიეცა ნებართვა, რომ ააშენოს ფართომასშტაბიანი მრავალფუნქციური კომპლექსი ამ მთაზე, საკუთარი სასახლის წინ. ასევე მშენებლობა შეეხება ყოფილ საჯარო და დაცულ მიწას.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ “პანორამა თბილისი” გავლენას მოახდენს თბილისის ისტორიულ ნაწილზე მაშინ, როცა პირიქით  უნდა დაიცვან, რადგან ქალაქი შეტანილია საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ “თბილისი პანორამა” შექმნის ქალაქს ქალაქში. ის გადაემეტება ძველ ქალაქს და საბაგიროს გზები გადაფარავს ისტორიულ ნაწილს.
 
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად წერილის ასლი “იუნესკოს” გადაუგზავნეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი პროექტი დააანგრევს ქალაქის ბუნებრივ ჰარმონიას. თბილისის შესაძლებელია გახდეს ყველაზე მეტად საინტერესო ქალაქი მსოფლიოში და ის იმსახურებს ამას. მისი უნიკალური ხასიათი მდგომარეობს მდინარესა და მთებს შორის ინტერაქციაში. ეს ქმნის ფონს მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის. პანორამა არ უნდა განხორციელდეს – ის იქნება კატასტროფა თბილისისთვის.”
 
განცხადებას ხელს აწერენ:
მარკუს ბინეი, “ევროპის მემკვიდრეობის დაცვის” თავმჯდომარე და კლემენტინ სესილი, “ევროპის მემკვიდრეობის დაცვის” დირექტორი
ჯონ დარლინგტონი, “მსოფლიოს ძეგლთა ფონდის” დირექტორი
ირინა სუბოტიჩი, “ევროპა ნოსტრას” ვიცე-პრეზიდენტი
ჰარიეტ ვენბერგი “ტრადიციული მშნებელობლობის, არქიტექტურისა და ურბანიზმის საერთაშორისო ქსელის” უფროსი მმართველი,
გილიან დარლეი “მეოცე საუკუნის საზოგადოების” პრეზიდენტი
ადამ უილკინსონი, “ედინბურგის მსოფლიო მემკვიდრეობის დირექტორი,
ქეითი განგრანდე, “მემკვიდრეობის საერთაშორისო ფონდის” დირექტორი,
მეთიუ საუნდერს, “ანტიკური ძეგლების საზოგადოების”
თბილისის მემკვიდრეობის ჯგუფი, ლონდონი, ბრიტანეთი.
ჯონ სელი, “ეროვნული კეთილდღეობის საზოგადოებების ერთიანი კომიტეტის” თავმჯდომარე.
ჰარიეტ დევლინი “ისტორიული გარემოს დაცვის” დირექტორი
რობერტ ბარგერი, “ქართული ჯგუფის” დირექტორი.
ისაბელ კრუს ალმეიდა, “ხერონიმოსა და ბელემის კოშკის მონასტრის” დირექტორი
პაბლ ლონგორია, “მსოფლიოს ძეგლთა ფონდი- ესპანეთი”

სიახლეები

აქციაზე მყოფ ფოტოგრაფს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მოხვდა

29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა. მელაძე ვარაუდობს, რომ...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...