მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ხელისუფლება გვატყუებს, ხუთი წლის განმავლობაში საქმეში სიახლე არ არის“- გაუჩინარებული გოგიტა...

,,ხელისუფლება გვატყუებს, ხუთი წლის განმავლობაში საქმეში სიახლე არ არის“- გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ხუთი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები აქციას მართავენ. ისინი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებას და სიმართლის გარკვევას ითხოვენ. 
 
აბულაძის მშობლები აცხადებენ, რომ „დღევანდელი ხელისუფლება მათ ატყუებს და ხუთი წლის განმავლობაში საქმეში სიახლე არ არის“. 
 
"ჩემი შვილი სახლიდან სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. შვილის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ. წერილში ეწერა: "გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ". მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იყო, ახლა კი თბილისში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და სწორედ ის უშლის ხელს გამოძიებას და მან ყველაფერი იცის", – აცხადებს  ციალა აბულაძე.

 
43 წლის გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა, რის შემდეგაც არავის უნახავს. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...