მთავარისიახლეებისამართალიზაზა ხატიაშვილი: ,,ევროსაბჭოს მისაღებში დავწვები და მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ ''

ზაზა ხატიაშვილი: ,,ევროსაბჭოს მისაღებში დავწვები და მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ ”

Published on

ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესის ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების საქმეზე პროკურატურამ გამოკითხვაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის მეექვსე ადვოკატიც დაიბარა.
 
ეკა ლომიძე საგამოძიებო უწყებაში მისვლას ხვალ, 11:00 საათზე გეგმავს. 
ლომიძე ამბობს, რომ კოლეგების მსგავსად, ისიც არ აპირებს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას.
 
ლომიძესთან ერთად, პროკურატურაში მისვლას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც გეგმავს.
 
„ეს არის პირდაპირი დარტყმა ადვოკატის ფუძემდებლურ პრინციპზე. მინდა, გავაფრთხილო პროკურატურა, ამას მოჰყვება ძალიან მწვავე რეაქცია. ეს იგივეა, რომ მღვდელი დაიბარო და აიძულო აღსარების საიდუმლოს გათქმა. ეს დანგრევს მთელ ადვოკატთა კორპუსს", – განაცხადა ხატიაშვილმა. 
„ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას ისევ თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელი მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ“​. 
 
პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი გამოძიების მონაცემის გახმაურებას გულისხმობს. ამ მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...