მთავარისიახლეებიკულტურასკანდალი ჰოლივუდში: პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს სექსუალური ძალადობისთვის პასუხისმგებლობა მოუწევს

სკანდალი ჰოლივუდში: პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს სექსუალური ძალადობისთვის პასუხისმგებლობა მოუწევს

Published on

ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტეინის ბედს ორ დღეში გადაწყვეტს.
 
ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორები ვაინშტეინის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებებს შაბათს დაგეგმილ საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ. სკანდალის გამო მას უკვე შეუჩერა წევრობა ბრიტანეთის კინოაკადემიამ.
 
ვაინშტეინის მიმართ ბრალდებებს გამოეხმაურა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, რომლის საარჩევნო კამპანიასაც კინოპროდიუსერი აფინანსებდა. კლინტონის განცხადებით, ის შოკირებულია და ვაინშტეინის მიერ გაღებულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
 
 
აღსანიშნავია, რომ გახმაურებული სკანდალის გამო ჰარვი ვაინშტაინს მეუღლე შორდება – დიზაინერმა ჯორჯინა ჩეპმენმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:
„ჩემი გული გატეხილია ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც ამ ყველაფრით დაზარალდნენ. გადავწყვიტე, ქმარს დავშორდე. ჩემი შვილები ჩემთვის პრიორიტეტია, ამიტომ ვთხოვ მედიას, ნუ შეგვაწუხებენ ამ მძიმე პერიოდში“, – განაცხადა ჯორჯინა ჩეპმენმა, რომელმაც ოსკაროსან პროდიუსერზე 2007 წელს იქორწინა და მისგან ორი შვილი ჰყავს.
 

ჰოლივუდში სულ უფრო მეტი მსახიობი ჩნდება, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის სკანდალზე კომენტარს აკეთებს. ცნობილი პროდიუსერის შესახებ ინტიმური ხასიათის შევიწროებაზე ამჯერად ა კლასის მსახიობები ალაპარაკდნენ, მათ შორის არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ.
 
 
გვინეტ  პელტროუმ იხსენებს,როგორ მიიღო 22 წლის ასაკში მთავარი როლი ფილმში „ემა“, რომელიც მისი ერთ-ერთი პირველი დიდი როლი გახდა. ფილმის პროდიუსერი სწორედ სკანდალური ჰარვი იყო, რომელმაც დამწყებ მსახიობს სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა.
„ბავშვი ვიყავი. დამამტკიცეს როლზე. შოკირებული ვიყავი“, – იხსენებს გვინეტი.
მსახიობმა დაამატა, რომ ინციდენტის შესახებ ბრედ პიტს აცნობა, რომელსაც მაშინ ხვდებოდა. მაშინ პიტმა პროდიუსერთან საქმის გარჩევა მოინდომა, მოგვიანებით კი ვაინშტაინმა პელტროუს სთხოვა, რომ ეს ისტორია არავისთვის ეთქვა.
 
 ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ  მსგავსი შემთხვევა ფილმის „Playing by Heart“ ჰქონდა. ვარსკვლავის თქმით, ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრა ჰარვიმ სასტუმროში დაუნიშნა, სადაც მას საძინებელში შესვლა შესთავაზა.
„ახალგაზრდობაში ჰარვი ვაინშტაინთან ურთიერთობის ცუდი ურთიერთობა მქონდა. შედეგად გადავწყვიტე, მას აღარასოდეს შევხებოდი“, – განაცხადა ჯოლიმ. 
 
 
65 წლის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი ჰოლივუდში   სექსუალური ძალადობის თემაზე ღია განხილვის მთავარი ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც. The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორი ამტკიცებს, რომ  პროდიუსერი, The Weinstein Company-ის თანადამაარსებელი და Miramax Films-ის უფროსი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურად ძალადობდა თავისი კომპანიების თანამშრომლებსა და ახალგაზრდა მსახიობ ქალბატონებზე .
 
.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...