მთავარისიახლეებიკულტურაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ეხმაურება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ეხმაურება

Published on

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა  სამძიმრის წერილი „facebook” გვერდზე გაავრცელა:
 
"გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს," – ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
 
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აქვს და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. მიზეზს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ.
 
გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 
ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...