მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ თბილისის საკრებულოს შენობასთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი დროებით გაათავისუფლა

სასამართლომ თბილისის საკრებულოს შენობასთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი დროებით გაათავისუფლა

Published on

თბილისის საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაკავებული პირები საქალაქო სასამართლომ 17 ოქტომბრამდე გაათვისუფლა. სასამართლო პროცესი სასამართლოსთვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადაიდო.
 
14 დაკავებულიდან სამი – სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, დანარჩენი 11-ის შესახებ გადაწყვეტილება კი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 
 
დაკავებულებებს შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი. აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობენ.
 
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს შენობასთან გუშინ აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები თვითმმართველ ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემას აპროტესტებს.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...