მთავარისიახლეებისამართალიგუშინდელ აქციაზე დაკავებულთაგან სამი მომდევნო სასამართლო სხდომამდე დარბაზიდან გაათავისუფლეს

გუშინდელ აქციაზე დაკავებულთაგან სამი მომდევნო სასამართლო სხდომამდე დარბაზიდან გაათავისუფლეს

Published on

საკრებულოს შენობასთან ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო. მოსამართლემ სხდომა დაკავებულების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადადო
 
დაკავებულები – სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე მომდევნო სასამართლო სხდომის გამართვამდე დარბაზიდან გაათავისუფლეს.
 
. როგორც დაკავებულები აცხადებენ მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.
 
"გუჯა ჯღარკავამ და სუს-მა დამაკავა. პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი იქცეოდა გამომწვევად, ისინი აქციის მონაწილეებს აგინებდნენ. დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს", – განაცხადა ზურაბ ბერიაშვილმა.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე 8 პირი დააკავეს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...