მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიის პორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დაიწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დაიწყება

Published on

ანაკლიის პორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დაიწყება – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების პასუხად. 
სულ რაღაც ორი თვის წინ, აგვისტოში იგი აცხადებდა  რომ ანაკლიამდე ახალი გზისა და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს. ამდენად ეს სასიამოვნო სიახლეა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
 
 ,,დასრულდა ერთი,   პორტის მშენებლობის მომზადების იურიდიული ეტაპი. ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი და კარგად იმუშავა. მივედით იქამდე, რომ უკვე დეკემბრის ბოლოს მშენებლობა იწყება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა ჩართულია ამ პროცესებში და ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტი. ერთი ეტაპი – იურიდიული ნაწილი დავასრულეთ და გადავდივართ მშენებლობაზე. აქედან გამომდინარე, ეკონომიკიდან რეგიონული განვითარების სამინისტროს გადმოეცა ეს პროექტი. ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს მშენებლობის ფაზაზე. პროექტი მიმდინარეობს წარმატებით. კონსორციუმი საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს წარმატებით ახორციელებს“, – განაცხადა ალავიძემ.
 
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა 
 „ამ პორტის აშენება ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოვიყენოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. პორტის გარეშე ჩვენ ალბათ, 80%-ს ვერ ავითვისებთ იმის, რაც ქვეყანას გააჩნია.. 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...