მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის მერიასთან დაძაბულობა მატულობს - დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი კოტე იოსელიანი

თბილისის მერიასთან დაძაბულობა მატულობს – დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი კოტე იოსელიანი

Published on

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თბილისის საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ,  თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს. პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად საკრებულოს შესასვლელთან რამდენიმე მწკრივად, პერიმეტრზე, ჯებირის უკან იყვნენ განლაგებულები, თუმცა, სიტუაციის დაძაბვის კვალდაკვალ  საკრებულოს შენობის წინ კიბეებთან  გადმოინაცვლეს  და ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. 
 
 
 
 აქციის მონაწილებმა რამდენჯერმე სცადეს  საკრებულოს მთავარი შესასლელის წინ დილიდან აღმართული ლითონების ჯებირებისა და პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა , ეს მცდელობა  სხდომის დაწყების დროის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მიზანმიმართული ხდება. 
,,ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება, ამას არ მოითმენს თბილისი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 
„ისევ ისეთი მარაზმი ხდება, რაც თბილისის მერიასთან მოხდა. ქუჩაში დგომის საშუალებასაც არ გვაძლევენ. არ მივცემთ უფლებას უკანონო გადაწყვეტილება აღასრულონ. ეს ტერიტორია უნდა დარჩეს თბილისს. 16:00 საათზე დაიწყება ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი ამ უკანონობის მიმართ. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება. ამას არ მოითმენს თბილისი. პირობას ვაძლევთ, რომ ამაზე მეტი ადამიანი გამოვა. ჩვენი იარაღი ხმამაღალი პროტესტია და ბოლომდე გამოვიყენებთ ყველა კანონიერ უფლებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების გამო დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი კოტე იოსელიანი, კიდევ ერთი წევრი კი საკრებულოს შენობაში ჰყავთ სამართალდამცავებს დაკავებული. 
 
 
ამ წუთებში თბილისის საკრებულოში შესვლას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი მოითხოვენ. მათ საკრებულოს შესასვლელთან მდგარ პოლიციას მიმართეს, რომ ისინი არიან დეპუტატები და მათ შეუზღუდავი უფლება აქვთ, რომ საკრებულოში შევიდნენ და სხდომას დაესწრონ. მათივე განცხადებით, მათ დღევანდელ სხდომაში სურთ მონაწილოების მიღება, რადგან თბილისისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი წყდება. 
 
მას შემდეგ, რაც საკრებულოში შესვლის მოთხოვნა მხოლოდ დეპუტატებმა დაყენეს, საკრებულოსთან სიტუაცია ოდნავ განიმუხტა –  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უმრავლესობა პასუხის დეპუტატების მოტხოვნაზე მოლოდინში პოლიციისგან ოდნავ მოშორებით დადგა.   
 
 
 
თბილისის საკრებულოს სხდომა 4 საათზეა დანიშნული.  დეპუტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ  ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან არსებული ტერიტორიების   სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე. . ხელისუფლებამ სხდომა იგი დახურა მედიისა და საზოგადოებისათვის და დასასწრებად არ უშვებს პარლამენტის წევრებს, რაც კანონის უხეში დარღვევაა.   

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...