თბილისელებს საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება წაართვეს – პოლიციის კორდონები, გადარაზული შესასვლელები და რკინის კონსტრუქცია-ბარიერები ივანიშვილის ინტერესების დასაცავად

0
377
თბილისის საკრებულოს შენობასთან პოლიციელებია  მობილიზებული,  დახურულია ყველა შესავლელი, მათ შორის   მთავარი  შესასვლელი, სადაც დადგმულია რკინის კონსტრუქციის კორდონი,  რომლის უკანაც საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი დგას. ხალხი, რომელიც ნელნელა იკრიბება შენობასთან ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებყლი საპროტესტო აციაში მონაწილეობის მისაღებად და საზოგადოდ საკრებულოში დღეს მოსალოდნელი პერიპეტიების მოლდინში განმარტებას მოითხოვს. ცოტა ხნის წინ ეს განმარტებები გააკეთა  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. მისი თქმით,  თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად   დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. 
 
როგორც ალიბეგაშვილი ამბობს,  ეს გადაწყვეტილება  ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო იქნა მიღებული, კერძოდ, საკრებულოს ბოლო სხდომის ჩაშლის მცდელობისა და მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე განვითარებული მოვლენების გამო. მისივე თქმით  აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მიზანია საკრებულოს სხდომის ჩაშლა, რასაც ისინი არ დაუშვებენ. 
 
„თბილისის საკრებულო ქალაქის თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომლის ვალდებულებაა დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები, იზრუნოს ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე. ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომაზე გამოვლენილმა ჩაშლის მცდელობამ და აგრეთვე მერიასთან განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართლადამცველების შეურაცხყოფა და ამავე დროს ინფრასტრუქტურის დაზიანება. აქედან გამომდინარე, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. კანონის დარღვევის საშუალებას არავის მივცემთ, რეგლამენტი უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, მე ჟურნალისტებს მოგმართავთ, როდესაც დაესწრებით წარდგენილი საკითხების განხილვას, ბუნებრივია, ჩვენი თხოვნა იქნება ჩვენ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. 
 
 
წინა სტატიავინ დგას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმაზე ყაჩაღური თავდასხმის უკან?
შემდეგი სტატიასირიაში რუსულმა ბომბდამშენმა Су-24 ავიაკატასტროფა განიცადა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური