მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით

პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით

Published on

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი არ მოაწერა. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს. 
 
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნებიდან პირველ 4 პუნქტში, თავიდან ბოლომდე იმეორებს ვენეციის კომისიის წინაშე "ქართული ოცნების" მიერ აღებულ ვალდებულებას. ეს ის საკითხებია, რომლებზეც "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიასთან ჩასწორების ვალდებულება აიღო: ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში: ბონუსის, საარჩევნო ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები.
, მე-5 საკითხიც ასევე "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის – ეს 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხია.
 
"როგორც ცნობილია, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში ხმები აკლდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" პარლამენტში ამ საკითხის გადატანას მხარს დაუჭერს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ოპოზიცია მხარს დაუჭერს და ხმას მისცემს ამ საკითხს და შედეგად, ისიც სრულიად უმტკივნეულოდ, ის რასაც "ქართული ოცნება" ჰპირდებოდა საზოგადოებას გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციაში.
 
ბოლო, მეექვსე საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტია ოპოზიციასა და მთელ ქართულ საზოგადოებასთან ვერ შეთანხმდა. მაგრამ აქაც გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ წარვადგენ შეთავაზებას. ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
 
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....