მთავარისიახლეებიპოლიტიკათურმე მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ,,წელს ქვევით ,,პრწკენს''

თურმე მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ,,წელს ქვევით ,,პრწკენს”

Published on

პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პირად ფეისბუქგვერდზე ეხმაურება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, რომელიც გუშინ გავიდა ,,P.S.''- ის ეთერში. 
 
,,მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა ოცნება ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა- ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები – თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო – ივანიშვილის წისქვილზე ასხავ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში. 
აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და ოცნებას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს ( რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს ჟურნლისტებს გაურბიხარ – საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე – გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია.
პ.ს. ალბათ ცოტა ხანში წასვლასაც ჩვენ დაგვაბრალებ.''
 
შეგახსენებთ, ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი საუბრობს იმაზე, რომ შარშანდელი  არჩევნების წინ საქართველოში კარაკოვეცის მოდელით ჩამოსვლის გზა ყიდილმა თანაპარტიელებმა მოუჭრეს ივანიშვულთან შეთანხმებით,  როცა მთავარ პრობლემად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ მისი  შესაძლო დაბრუნება.
რაც შეეხება გიგი უგულავას ამ და სხვა განცხადებებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში ფასდება როგორც მტკივნეული, მაგრამ სავსებით ლოგიკური მეტამორფოზა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ასტრონომიული  პოლიტიკური და ადამიანური დეგრადაცია , რომელიც აღძრავს კინენატოგრაფიულ და ლიტერატურულ რემინისცენციებს:  ,,რა გიყვეს ჩემო სავლე''. ,,თავის თავი თვითონ გაილახა'' და გვახსენებს რუსულ გამოთქმას   ,,За всё надо платить'' ( ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ყველაფრისთვის  გადასახდელია')
 
 
 

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...