“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ თბილისის მერიაში 2014-2017 წლებში განხორციელებულ შესყიდვებზე ანგარიში გამოაქვეყნა

0
403
თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში დაბალი კონკურენცია, ასევე გამარტივებული გზით ხელშეკრულებების გაფორმების შემთხვევები დაფიქსირდა გამოუცდელ და ახალ დაფუძნებულ კომპანიებთან, -ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ თბილისის მერიის სისტემაში 2014-17 წლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მერიამ და მის დაქვემდებარებაში შემავალმა უწყებებმა ტენდერის გზით სულ 3711 ხელშეკრულება დადეს, საიდანაც 1333-ს (36%) მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. ერთმონაწილიანი ტენდერებიდან, 41 შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა. ამ მხრივ ყველაზე მეტად ისნის რაიონის გამგეობა გამოირჩევა. “თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც ტენდერის გამოცხადებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში არიან დაარსებულები. იმ 494 ტენდერისგან, რომელშიც ახალმა დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა 24(4.9%) შემთხვევაში ხელშეკრულება ვერ შედგა. მსხვილი მიმწოდებლების სიაში შპს “ენსისი” ლიდერობს, რომელსაც ტენდერების გზით 21 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. თბილისის მერიის სისტემაში მმართველი პარტიის 10 შემომწირველის 10 კომპანია 61 ტენდერის გამარჯვებული გახდა-ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 41.8 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული პირების მიერ “ქართული ოცნების“ სასარგებლოს განხორციელებული 12 შემოწირულობის ჯამმა 340 600 ლარი შეადგინა", – ნათქვამია კვლევაში. კვლევაში საუბარია გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებზე. კერძოდ, მერიამ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა გამარტივებული შესყიდვის გზით, 2646 ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა ღირებულებამ 157 მლნ ლარს გადააჭარბა. გამარტივებული შესყიდვებით 2015/16 წლებში მერიის სისტემაში ყველაზე მსხვილი ​მიმწოდებელი “ბლექ სი გრუპი “ იყო, რომელმაც 14.2 მლნ ლარის 8 კონტრაქტი მიიღო. გამარტივებული გზით 2015-2016 წლებში სულ 3.4 მლნ ლარის 37 კონტრაქტი დაიდო ისეთ კომპანიამ, რომელთა დაფუძნებიდან ხელშეკრულების დადების მომენტში 1 წელზე ნაკლები იყო გასული. 2015-16 წლებში “ქართული ოცნების“ 5 შემომწირველის 5 კომპანიასთან 10,2 მლნ ლარის საერთო ღირებულების 32 გამარტივებული ხელშეკრულება გაფორმდა. ამ პირების მიერ განხორციელებილი ექვსი შემოწირულობის ჯარიმის ოდენობამ 177 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მერიამ უნდა მიიღოს ზომები რომ ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოს მაღალი კონკურენცია. გაითვალისწინოს ის რისკები, რაც თან ახლავს ახალი დაფუძნებული და სათანადო გამოცდილების არმქონე კომპანიების მონაწილეობას. თავიდან იქნას არიდებული გამარტივებული შესყიდვის ხშირად გამოყენება, რათა დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები. 
წინა სტატიაქართული ფილმი “8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია
შემდეგი სტატიააზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღმა მუშაობა შეაჩერა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური