მთავარისიახლეებისაზოგადოებარას არ გაიგონებს კაცი: გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ,,კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან...

რას არ გაიგონებს კაცი: გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ,,კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან დაბალია”

Published on

,,კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან დაბალია,  უსაფრთხოების ინდექსით ქვეყანას  ერთ-ერთ მოწინავე პოზიცია უჭირავს  სხვადასხვა რეიტინგებით, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ვიდეოჯარიმების ადმინისტრირების კუთხით შსს-ს მიერ დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება განვითარებაზე მუდმივად ფიქრობს და ამის ნათელი მაგალითია ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც შსს-ში ერთი წლის წინ შეიქმნა.
ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ემსახურება, რომ ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას,  მეტ ეფექტურობას როგორც რეაგირების, ასევე პრევენციის ნაწილში. 
 
მინისტრის თქმით, შსს-ს მთავარი მიზანი მოქალაქეების დაცვა და მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დაცვაა. ამასთან, როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, 1 ნოემბრამდე, როდესაც სიახლეები ამოქმედდება, შსს შესაბამის კამპანიას ჩაატარებს, რათა საზოგადოება სიახლეს მაქსიმალურად ინფორმირებული შეხვდეს.
 
"თბილისში გვყავს 120 საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ნახევარი მილიონი მანქანის კონტროლს ვერ განახორციელებს. ნახევარი მილიონიდან სულ მცირე, 1% რომ ავიღოთ, 5 ათასი დამრღვევია, 120 ეკიპაჟით მათი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ეს ტექნოლოგიები ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ვიყოთ ყველგან. არ ვართ მოწოდებული იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარიმა დაიწეროს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დაცულები იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და მძღოლებმა მაქსიმალურად დაიცვან მოძრაობის წესები", – განაცხადა შს მინისტრმა.
 
გასაგებია, რომ მოძრაობის წესების დაცვა მძღოლების მიერ, მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ამის განზოგადება კრიმინალურ სიტუაციაზე, როცა საქმის გარჩევები ქუჩებში მიმდინარეობს, დღე არ ჩაივლის შეიარაღებული თავდასხმისა და დაყაჩაღების შესახებ ინფორმაციის გარეშე, მინისტრისაგან გადაჭარბებული გულარხეინობაა.  

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...