მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურიაში საკუთარ სახლთან 28 წლის ირაკლი ტარიელაძე ჩაცხრილეს

გურიაში საკუთარ სახლთან 28 წლის ირაკლი ტარიელაძე ჩაცხრილეს

Published on

გურიაში საკუთარ სახლთან 28 წლის ირაკლი ტარიელაძე ჩაცხრილეს.
მკვლელობა ოზურგეთში,  სოფელ გურიანთაში გუშინ გვიან საღამოს მოხდა. მსხვერპლს სასკვდილო  ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. 
მოკლულის  ოჯახი მომხდარს მეზობლებთან მიმდინარე ქონებრივ დავას უკავშირებს.
მათი თქმით, საქმე ეხება რამდენიმე ჰექტარ სასოფლო მიწას, რის გამოც, გარდაცვლილსა და მის მეზობელს შორის ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში უკიდურესად იყო დაძაბული – დაპირისპირება ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მიდიოდა
გარდაცვლილს კონფლიქტის გამო რანდენიმე თვის წინ  ს სახლის დატოვებაც მოუწია და  მხოლოდ  გუშინ მივიდა ძმის ოჯახში.
.სავარაუდო მკვლელის  ნათესავები ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა, კონფლიქტის არსებობას ადასტურებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...