მთავარისიახლეებიმსოფლიოგენერალი მარკ მილი: „აშშ გაანადგურებს ნებისმიერ მტერს, ყველგან და ყოველთვის, ვგულისხმობ...

გენერალი მარკ მილი: „აშშ გაანადგურებს ნებისმიერ მტერს, ყველგან და ყოველთვის, ვგულისხმობ კონკრეტულად რუსეთს “

Published on

,,აშშ გაანადგურებს ნებისმიერ მტერს, ყველგან და ყოველთვის“.- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ. – ინფორმაციას ამის შესახებ „The Sun”-ი ავრცელებს. 
 
„ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, სწრაფად ავითარებენ საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს იმ იმედით, რომ დაგვამარცხებენ. მინდა, მთელს მსოფლიოში ნათელი იყოს მათთვის, ვისაც სურს ჩვენი ცხოვრებისეული გზის განადგურება: აშშ–ის არმია, მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებისა, შეგაჩერებთ თქვენ და დაგამარცხებთ ისე, ჯერ რომ არავის დაუმარცხებიხართ!“ – განაცხადა გენერალმა მილიმ. 
აღნიშნული განცხადების შემდეგ მან  ჟურნალისტებთან დამატებითი კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ამ მიმართვაში კონკრეტულად რუსეთს გულისხმობდა.
 
გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ორმა რუსულმა გაზეთმა გაავრცელა სტატია, სადაც საუბარია ქვეყნის შანსებზე, ომის შემთხვევაში აშშ დაამარცხოს.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...