”ევროპული საქართველოს” თელავის ოფისში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა

0
460
,,იარაღი, რომლითაც უცნობი პირი ”ევროპული საქართველოს” წევრებს დაემუქრა, სავარაუდოდ, სათამაშო იყო'' – . ასეთია ვერსია, რომელსაც  შსს განიხილავს თელავში, ”ევროპული საქართველოს” ოფისთან დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 
 
”ევროპული საქართველოს” თელავის მერობის კანდიდატის, ლელა მენთეშაშვილის განცხადებით, უცნობი პირი პარტიის წევრებს იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა. 
”ოფისში იყვნენ გამგებლოების კანდიდატები, როდესაც ოფისის გარედან ხმაურის და ყვირილის ხმა შემოვიდა. გადაიხედეს და დაინახეს, რომ ავტომობილში მჯდარი პირი ყვიროდა. შემდეგ კი აღნიშნული პირი გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა”, – აღნიშნა მენთეშაშვილმა. 
 
ადგილზე ამ დრომდე იმყოფება სპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ”ევროპული საქართველოს” წევრების დაკითხვა.
 
 შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, იგი   სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. 
”აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს თელავის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა). ოპერატიულად დადგინდა პირის ვინაობა და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სათამაშო იარაღი ამოიღეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში. 
 
წინა სტატიადევნილისთვის ყველა დღესასწაულს სევდა ახლავს…
შემდეგი სტატია1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური