მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ასე არ შეიძლება, ამხანაგო ვალია!'' - ვინმე მორეს კურტანიძე ,,...

,,ასე არ შეიძლება, ამხანაგო ვალია!” – ვინმე მორეს კურტანიძე ,, მეგრულ ნაცისტ ფანატიკოსთა ბანდაზე”

Published on

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ყოფილი პატიმრის, ვინმე მორეს კურტანიძის პოსტი, რომელიც, მისი აზრით,  ,, მეგრულ ნაცისტ ფანატიკოსთა ბანდას'',  მაგრამ სინამდილეში თავად მის პირად უღირს ვნებებსა და დამოკიდებულებებს უფრო  ამხელს. 
 გამოხატვის თავისუფლება კარგია, მაგრამ არა ასეთი.  შესაძლოა ეს ოდიოზური პოსტი კომენტირებად არ ღირდეს , მაგრამ გამოდგება იმ პირთა  ფსიქოლოგიური პორტრეტის ანალიზისთვის, რომელთაც  ატროფირებული აქვთ სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და თავადაც არ უწყიან ( ან იქნებ უწყიან?) რას აკეთებენ ამგვარი პოსტებით, რომელთა ვარიაციებს, უფრო შენიღბულს, მაგრამ არსით ასეთივეს, სამწუხაროდ,  არცთუ იშვიათად  ვისმენთ  იმ ადამიანებისგანაც, რომელთაც ცოტა მეტი მოეთხოვებათ.
 
შესაძლოა, არც ამ პოსტის ტირაჟირება იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ მაინც გავეცნოთ. ვიცოდეთ, რას გვემართლება თუნდაც ერთი კაკალი მორეს კურტანიძე და ვიცოდეთ, რა გვჭირს. :
,,1. მეგრელი მოსამართლე: ხათუნა ხარჩილავა,
2. მეგრელი პროკურორი: სალომე კვირკველია,
3. მეგრელი პოლიციის თანამშრომელი: სოსო მიქია,
4 მეგრელი ცრუ მოწმე: ნატალია ფიფია.
5. მეგრელი ცრუ მოწმე: თინათინ ადამია.
აი, ამ მეგრულმა ბანდამ დამაკავა, დამაპატიმრა და თავისუფლება აღმიკვეთა უკანონოდ ერთი წლის ვადით, პროკურორ სალომე კვირკველიამ შეკრიბა ეს მეგრული ბანდა ჩემს წინააღმდეგ, მაგალითად, მეგრელ მოსამართლეს რომ განეხილა საქმე ( სიმბოლურად), სასამართლომ დაარღვია სს საპროცესო კოდექსის 225 მუხლი და საქმის არსებითი განხილვა დაიწყო 25- ე დღეს, ნაცვლად 14- ე დღისა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ დაკავებული ვიქენი არა რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, არამედ მეგრელი პროკურორის მოთხოვნით უსაფუძვლოდ და უკანონოდ, (სიმბოლურად) მეგრელი პოლიციის თანამშრომლის მიერ და ეს ყველაფერი ხდება თბილისში და არა სამეგრელოში, ასევე ჩემი დაკავება უკანონოდ მოხდა 2016 წლის 27 სექტემბერს ანუ სოხუმის დაცემის დღეს, ესაც პროკურორის ავადმყოფური იდეებით დაამთხვიეს 
( სიმბოლურად) ჩემი დაკავება კონკრეტულად ამ დღეს…..
( აღარაფერს ვამბობ, მტკიცებულებების გარეშე და განაჩენში ფაქტების ფალსიფიკაციით ჩემს გასამართლებაზე )
და ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩემი გასამართლება მოხდა პროვოკაციული, არარსებული მორალური ზიანისათვის, რაც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულს არ წარმოადგენს, ანუ ზიანი არ არსებობს.
ჩემი მოთხოვნაა, მთავარი პროკურატურა დაინტერესდეს ამ საქმიანობით, დაიწყოს გამოძიება ჩემი უკანონო პატიმრობის შესახებ, ვითხოვ რეაბილიტაციას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულად კომპენსაციას ( ერთ ) მილიონ ლარს ბოლო ჩემი ერთწლიანი უკანონო პატიმრობისთვის. ''- წერს მორეს კურტანიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე. 
 
ნადვილად არ არის გამორიცხული, რომ მორეს კურტანიძე მართლაც უკანონოდ დააპატიმრეს და გაასამართლეს  და სავსებით საფუძვლიანად არის აღშფოთებული, მაგრამ ეს ხაზგასმა მისი უფლებების დამრღვევ სახელმწიფო მოხელეთა და მოსამართლეთა მეგრელობაზე  რაღაა? იქნებ ჯობდა  ცივი წყალი დაელია,  სანამ ამას დაწერდა?
 
 ,,ასე არ შეიძლება, ამხანაგო ვალია!'' –  ასე უპასუხა ახალგაწითლებული   საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანს ვალია ბახტაძეს კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც ბახტაძის თავმჯდომარეობით გამართულ შეკრებაზე  თამარის საქართველოს ტრფიალში დაადანაშაულეს და მეგრელობაზეც გადაუკრეს სიტყვა. ბევრი არ გაუგრძელებია. მეტის ღირსად არ ჩათვალა და სწორედ ამით მოუღო ბოლო.  
 
,,ასე არ შეიძლება, ამხანაგო მორეს!''   – ჩვენც ამით დავკმაყოფილდეთ. 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...