მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ შეაბამს კატას ეჟვანს ? დავით ნარმანიას განცხადებით - ...

ვინ შეაბამს კატას ეჟვანს ? დავით ნარმანიას განცხადებით – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

Published on

კომპანია ,,თბილისი სითი'' თბილისის მერიას ბიძინა ივანიშვილისთვის გადასაცემი ტერიტორიების ერთ ლარად გადაცემის მოთხოვნით მიმართავს.
 
 
კომპანია ,,თბილისი სითის'' მიმართვა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ საკრებულომ უნდა მიიღოს.
 
„საკრებულოში შევიდა და საკრებულოს თავმჯდომარე გააკეთებს ამაზე განცხადებას,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
 
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ერთ ლარად მიწის გადაცემის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდება ქალაქში.
 
„ერთ ლარს როდესაც ვამბობთ, უნდა ვთქვათ პირველ რიგში, რომ მილიონიანი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს. ასე რომ, ქალაქის განვითარებას რაც სჭირდება, ჩვენ ყოველთვის ვიმსჯელებთ. კოლეგიალური ორგანოა საკრებულო და ქალაქის განსავითარებელ ყველა პროექტს დავუჭერთ მხარს,“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
 
საკრებულოს ,,ქართული ოცნების'' დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, 1900 კვ.მ. ფართობის ტერიტორიას პუშკინის ქუჩასა და 5000 კვ.მ. თაბორის მთაზე ზონის სტატუსი შეეცვალა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...