73 წლის ასაკში გარდაიცვალა აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა – ამის შესახებ მედიას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (თოდუას კლინიკის) დირექტორმა გიორგი წივწივაძემ აუწყა . არსებული ინფორმაციით, ერთი თვის წინ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა.
ფრიდონ თოდუა იყო ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი იყო. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით. იყო საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი.