ერთ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა სწორედ ქუთაისის აეროპორტში დაფრინდეს. რატომ ვერ კიდებს დღევანდელი ხელისუფლება ხელს მსგავსი გაბედული და წარმოუდგენელი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას

0
423
 ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავიაკომპანია Wizzair ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით –  რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა -იფრენს ერთნაირად სასიხარულო აღმოჩნდა ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებებისა, მათ შორის მათთვისაც, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობი დროს  გადადგმული ნებისმიერი პროგრესული ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, და   მათ შორის ქუთაისში აეროპორტის მშენებლობაზეც ქილიკობდა.
ამაში  სხვა ფაქტორებთან ერთად  ქვეყნის მომავლის ხედვის მასშტაბების შეზღუდულობა, პერსპექტივის განცდის უუნარობა და პროვინციული ნიჰილიზმიც მოქმედებდა, ეს ფაქტორი ძლიერი დღესაც და ამიტომ ვერ ბედავს თუ არ კიდებს დღევანდელი ხელისუფლება ხელს  მსგავსი გაბედული და წარმოუდგენელი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას და თავისი უუნარობის შენიღბვას სხვისი აშენებულით  კეკლუცობით  ცდილობს, როგორც სამეგრელოში იტყვიან – ხოლო თიშ ნაკეთებუს გაჩაკალნა  – კიდევ იმის გაკეთებულით ყელყელაობენ. ეს მათ არ ესირცხვილებათ. ერთადერთი, რაც, სავარაუდოდ, მათ ამ მხრივ დისკომფორტს უქმნის, არის ის, რომ ერთ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი  შესაძლოა სწორედ ამ აეროპორტში დაფრინდეს.  
 
ქუთაისის საერთაშორისო  აეროპორტის იდეის რეალიზაციის პერიპეტიებს იხსენებს  ეკონომიკის ყოფილმა მინისტრი ვერა ქობალია ერთერთი ინტერვიუში, რომელიც შარშან მისცა გადაცემას „საქმიანი დილა“.
 
"ქუთაისის აეროპორტი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, თუნდაც ეს ბევრს თავიდან არ ესმოდა", – , ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც საერთაშორისო აეროპორტის აშენება ქუთაისში გადაწყდა, TAV-თან დადებული ხელშეკრულება იყო, რომლის მიხედვითაც თბილისის აეროპორტიდან 100 კმ. რადიუსში აეროპორტი არ უნდა აშენდეს. განაცხადა მან  – კიდევ ერთ მიზეზად ქობალია ადგილზე ძველი ინფრასტრუქტურის არსებობასაც ასახელებს. ვერა ქობალიას განცხადებით, მეორე საერთაშორისო აეროპორტის აშენების მთავარი მიზანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ქვეყანაში შემოსვლა იყო, ერთ-ერთ მაგალითად მას WiZZAir მოჰყავს. 
 
"დღემდე ვმეგობრობ WizzAir-ის თავმჯდომარესთან და ახლა უკვე სიცილით მიყვება ხოლმე, რომ ქუთაისი კი არა, საქართველო სად იყო იმას ვერ იხსენებდა. რადგან მინისტრი ვიყავი, უარი ვერ მითხრა. როგორც ის ამბობს, ასეთ მოლაპარაკებებზე ავიაკომპანიის ხელმძღვანელები მიდიან ხოლმე. მან გადაწყვიტა, მხოლოდ იმის გამო შევხვედრილიყავით, რომ  უარის თქმა ეუხერხულა. იხსენებს ხოლმე, რომ ოთახიდან აღარ გავდიოდით,  იმდენი ხანი ვარწმუნებდით, თუ რატომ იყო მათი მომავალი ქუთაისის მიმართულება. რაც მთავარია, დღეს ისინი ამ ხელშეკრულებით ძალიან კმაყოფილები არიან. წლების წინ აპირებდნენ ჰაბის გაკეთებას, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ეს გაიწელა. დღეს ეს კომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს წარმატებულად აწარმოებს", – განაცხადა ვერა ქობალიამ. 
 
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ .ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 მიმართულებით, ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს. რეისები მომავალი წლის მაისიდან დაიწყება. “დღეს მე დავბრუნდი პრემიერმინისტრთან შესახვედრად, რათა გვესაუბრა მიღწეულ პროგრესზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, 2018 წლის მაისიდან კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავის დამატების შესახებ, რომლის მეშვეობით ფრენები კიდევ 4 მიმართულებით განხორციელდება. რეისები შესრულდება ევროპის 2 უდიდესი დედაქალაქის – პარიზისა და რომის მიმართულებით. გარდა ამისა, დავამატებთ ფრენას ძალიან პოპულარული მიმართულებებით – ბარსელონასა და პრაღაში” – განაცხადა Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსიმ
წინა სტატიასროლა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე
შემდეგი სტატიავინ შეაბამს კატას ეჟვანს ? დავით ნარმანიას განცხადებით – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური