მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ახლა აღარ არის გიფსოკარდონის ხომ?'' - თბილისობა და პოლიტიკური ელიტა ...

,,ახლა აღარ არის გიფსოკარდონის ხომ?” – თბილისობა და პოლიტიკური ელიტა აღმაშენებელზე

Published on

დღეს და ხვალ თბილისობაა.
 
წლევანდელი სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქის  რამდენიმე ადგილას ლოკაციაზე მიმდინარეობს. საზეიმო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი რიყის პარკში, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, ლეღვთახევში და მეტეხის ხიდზე იქნება წარმოდგენილი. 
 
განახლებულ აღმაშენებელზე უკვე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, წლევანდელი ”თბილისობა” სიახლეებით გამორჩეულია. 
 
”წლევანდელი ”თბილისობა” გამორჩეულია დღესასწაულების რაოდენობით და იმ სიახლეებით, რომელიც ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ წელს პირველად, წარმოდგენილი იქნება ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები”,- განაცხადა ნარმანიამ. 
 
მანვე აღნიშნაა, რომ წლევანდელი "თბილისობის" ყველა ღონისძიებაზე ჯამში მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რაც 270 000 ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
 
განახლებულ აღმაშენებელზე ასევე ელოდებიან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებს. 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...