მთავარისიახლეებისაზოგადოებავაშლებისა და ლობიანების ომი სკოლაში გუგული მაღრაძის გადმოსახედიდან

ვაშლებისა და ლობიანების ომი სკოლაში გუგული მაღრაძის გადმოსახედიდან

Published on

 პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გუგული მაღრაძეს  არ მოსწონს, რომ  ვაშლების პროექტი ყბადაღებულ თემად იქცა. 
 
,,ეს ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი შევიდეს და დამკვიდრდეს ჩვენს ახალგაზრდა თაობაში. დღევანდელი თაობა ჩემი შვილიშვილების ჩათვლით საერთოდ არ ეკარებიან ხილ-ბოსტნეულს და გადასული არიან „მაკდონალდსის“ მენიუზე. სკოლის ბუფეტებშიც ძირითადად ხაჭაპური და ლობიანი იყიდება.. ასეთ დროს, ბავშვები ერთს რომ დაინახავენ ვაშლს ჭამს, მეორეც შეჭამს და ეს იქნება პატარა ნაბიჯი გადადგმული ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ.'' ამბობს იგი პრესა გე-სათვის მიცემულ ინტერვიუში. 
 
მისი აზრით ვაშლების დარიგების   პროექტი სულაც არ არის  ძვირადღირებული ფუფუნება თუნდაც  იმ სოციალური პრობლემების ფონზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს,
,,არაფერი ძვირი პროექტი არ არის, სკოლაში შესატანი ვაშლი ზუსტად ის ფასი ღირს, რაც ბაზარში. როდესაც ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, არ მინდა სამედიცინო წიაღწსვლებში  შესვლა, მაგრამ დღეში  ერთი ვაშლით ბავშვები ვიტამინების მიღებას მიეჩვევიან. დამატებითი ღონისძიების გარეშე მშობლები ვერ უზრუნველყოფენ იმას, რომ  საჭირო ვიტამინები მიაწოდონ ბავშვებს. სკოლაში კი, ვაშლის ჭამის პროცესი გადამდები გახდება, რასაც შემდგომში სხვა ნაბიჯები მოჰყვება.'' – ამბობს იგი. 
 
 საკმარისია თუ არა თბილისის ათ სკოლაში მოსწავლებისათვის  კვირაში  ერთხელ დარიგებული თითო ვაშლი და ისიც დეკემბრამდე,  სრულიად საქართველოს ბავშვების ვიტამინიზაციისათვის და მაკდონალდსისა და  მამაპაპური ლობიანას  დამარცხებისთვის მომვალი გვიჩვენებს.
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....